ქალაქ ქუთაისის N 3 საჯარო სკოლაში დასავლეთ საქართველოს
საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში მიმდინარე გამოწვევებს ეხებოდა. შეხვედრას
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და კარიერული
წინსვლის პროგრამის მენეჯერი ირინა სამსონია უძღვებოდა.
ცენტრის მხრიდან რესურსცენტრის
წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია მიდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე, ხოლო რესურსცენტრებმა
თავის მხრივ ცენტრს მიაწოდა ინფორმაცია იმ საჭიროებებისა
და
პრობლემებზე
რაც
სქემის
პილოტირების
ეტაპზე
გამოვლინდა.
აღნიშნულ
შეხვედრებს
მუდმივი
ხასიათი
ექნება,
რაც სქემის ეფექტურად განხორციელების საშუალებას მოგვცემს.
ასევე დაგეგმილია სკოლებში ამუშავდეს სქემის კონსულტირების
მექანიზმი,
რომელსაც ცენტრის ტრენერ-კონსულტანტები განახორციელებენ, ხოლო თუ რა ფორმატი
ექნება
კონსულტირებას,
როგორ
მოხდება
სკოლების
ტერიტორიული
განაწილება,
ამაში
რესურსცენტრის
ხელმძღვანელები
გაგვიწევენ
დახმარებას.
|