მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში აღმოსავლეთ
საქართველოს
საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში მიმდინარე გამოწვევებს ეხებოდა. შეხვედრას
ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი მანანა რატიანი, უწყვეტი პროფესიული განვითარების სამსახურის უფროსი ეკატერინე შარაშენიშე და უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და
კარიერული წინსვლის პროგრამის მენეჯერი ირინა სამსონია უძღვებოდნენ.
ცენტრის მხრიდან რესურსცენტრის
წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია მიდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე, ხოლო რესურსცენტრებმა
თავის მხრივ ცენტრს მიაწოდა ინფორმაცია იმ საჭიროებებისა
და
პრობლემებზე
რაც
სქემის
პილოტირების
ეტაპზე
გამოვლინდა.
აღნიშნულ
შეხვედრებს
მუდმივი
ხასიათი
ექნება,
რაც სქემის ეფექტურად განხორციელების საშუალებას მოგვცემს.
ასევე დაგეგმილია სკოლებში ამუშავდეს სქემის კონსულტირების
მექანიზმი,
რომელსაც ცენტრის ტრენერ-კონსულტანტები განახორციელებენ, ხოლო თუ რა ფორმატი
ექნება
კონსულტირებას,
როგორ
მოხდება
სკოლების
ტერიტორიული
განაწილება,
ამაში
რესურსცენტრის
ხელმძღვანელები
გაგვიწევენ
დახმარებას.
ანალოგიური შეხვედრა ხვალ 11 დეკემბერს
დასავლეთი
საქართველოს
საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებთან გაიმართება.
|