მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მიმდინარე ტრენინგებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გაეცნო
სიახლეების არქივი09 დეკემბერი , 2015

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტისადამიანის უფლებების სწავლებისა და დემოკრატიული მოქალაქეობის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ფარგლებში მიმდინარე ტრენინგს გაეცნო.

4-დღიანი ტრენინგი საუნივერსიტეტო და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლების კომპეტენციათა განვითარების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარეობს.

ტრენინგის ამოცანაა დემოკრატიული განათლების ხელშეწყობა როგორც ზოგადი, ისე უმაღლესი განათლების საფეხურზე მასწავლებელთა საუნივერსიტეტო მომზადებისა და შემდგომი პროფესიული განვითარების სისტემების საშუალებით. სწავლებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ევროპის საბჭოს ექსპერტები უძღვებიან.

ტრენინგის მონაწილეები ეცნობიან დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლების მიზნებს, პრინციპებსა და მათ შესახებ არსებულ დოკუმენტებს; სკოლის ანალიზს დემოკრატიული მოქალაქეობის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მიმართულებით; სკოლის კულტურათა ტიპებს; დემოკრატიული განათლების კომპეტენციათა ჩარჩოს; დემოკრატიული განათლების სწავლების ზოგად ხედვას და მის პრაქტიკულ განხორციელებას მასწავლებლის მომზადების პროცესში საუნივერსიტეტო მომზადების პროგრამებისა და პროფესიული განვითარების სისტემებში, ასევე ამ მიმართულებით უნივერსიტეტისა და სკოლების თანამშრომლობის სქემებს, ცრუ წარმოდგენებთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლის სტრატეგიებს, ევროპის საბჭოს სასწავლო რესურსებსა და სასწავლო მოდულების შემუშავების პრინციპებს.

ტრენინგის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ექნებათ საკმარისი ცოდნა და კომპეტენცია დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებების სწავლების მოდელებისა და მეთოდოლოგიის შესახებ.

ტრენინგი ორიენტირებულია შედეგზე და ითვალისწინებს მონაწილეების მიერ დეკემბრიდან თებერვლამდე ერთი მოდულის მომზადებას, რომელშიც მოცემული იქნება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებასა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლებასთან დაკავშირებული მასწავლებლის 15 კომპეტენციიდან ერთ-ერთი. ამავე პერიოდში ტრენინგის მონაწილეები ექსპერტებისგან მიიღებენ კონსულტაციებს პროექტების მომზადების პროცესში.

მოდულების მომზადებისა და ტრენინგების მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ მოხდება მომზადებული მოდულების პილოტირება და დამტკიცება, ამის შემდგომ კი განაწილდება ორი მიმართულებით - როგორც საუნივერსიტეტო პროგრამების, ისე მასწავლებელთა შემდგომი პროფესიული მომზადებისთვისთვის.

პროექტში ჩართულია აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანა. პროგრამის ფარგლებში აღნიშნულ ქვეყნებს შორის მოხდება საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება.

სწავლების ყველა საფეხურზე დემოკრატიული განათლების მიზანია საზოგადოებაში ჰარმონიული თანაცხოვრება, ტოლერანტობა და მშვიდობიანი, არადისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბება.