მასწავლებლის სახლმა საჯარო სკოლების პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნა. სპეციალური აქციის ფარგლებში მათ მამკოდის დაცული ტერიტორია დაასუფთავეს და ხეები დარგეს.
საჯარო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა იფნის, ფიჭვისა და კაკლის ნერგები დარგეს. აქციაში 10-ზე მეტი საჯარო სკოლის მასწვალებელი და მოსწავლე იყო ჩართული. ღონისძიებაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილიც მონაწილეობდა. მასწავლებლის სახლი მსგავს აქციებს მომავალშიც გამართავს, რომლის მიზანიც მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა.
მასწავლებლის სახლმა დედამიწის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი აქცია დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად ჩაატარა.
|