მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში დაბა ბაკურიანში 4-დღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი უცხოური ენის მასწავლებლები და უცხოენოვანი
მოხალისე მასწავლებლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ტრენინგი თანასწავლების მეთოდებსა და კლასის მართვაზე. ასევე განიხილეს სწავლების მეთოდები სხვადასხვა დონის მოსწავლეებისაგან შემდგარ კლასში, რათა ყველა მოსწავლემ შეძლოს თავისი შესაძლებლობის სრულად გამოვლენა.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 28 მოხალისე მასწავლებელმა და 34-მა ადგილობრივმა მასწავლებელმა, რომლებიც მოხალისე მასწავლებლებთან
თანამშრომლობენ.
|