ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო
ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით
პედაგოგებისთვის მიმდინარეობს სემინარი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“. პროექტის ფარგლებში, სემინარის მონაწილეებს მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა, სადაც მასწავლებლები
ცენტრის გეოგრაფიის საგნობრივ კონსულტანტს
შეხვდნენ
და სკოლებში კატასტროფების რისკის
შემცირების სწავლებაზე მიიღეს ინფორმაცია.
პროექტში თბილისისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის
სკოლების გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების 30 პედაგოგი მონაწილეობს. სემინარის მიზანია მასწავლებლების ინფორმირება ნატოს მიზნებისა და
ამოცანების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების მიმდინარე პროცესებისა დაგლობალური უსაფრთხოების მშენებლობაში საქართველოს როლის შესახებ.
პროექტის
ფარგლებში ასევე დაგეგმილია
შეხვედრები ლიტვის რესპუბლიკის ელჩთან გიედრიუს
პუოჯუნასთან, რომელიც NATO-ში გაწევრიანების პროცესში ლიტვის რესპუბლიკის
გამოცდილების შესახებ ისაუბრებს, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტთან
მიხეილ დარჩიაშვილთან. საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე კი
საინფორმაციო ომის თავისებურებებზე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის
შესახებ გავრცელებულ მითებსა და რეალობებზე გაამახვილებს ყურადღებას.
სემინარი სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო ცენტრის“ ინიციატივითა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით
უკვე მეორე წელია იმართება.
|