ქალაქ ქუთაისში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების
სკოლაში პროგრამა eTwinning-ის პროგრამის
ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას, რომელიც მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას და eTwinning-ის პორტალზე ჩართვას ეხებოდა, პროგრამაში
რეგისტრირებული 20 პედაგოგი დაესწრო.
შეხვედრის ფარგლებში მასწავლებლებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ eTwinning.net -ის პროექტებში მოსწავლეთა
ჩასართავად საჭირო ეფექტურ ონლაინ-ინსტრუმენტებს.
მსგავსი ფორმატის შეხვედრა
იგეგმება
აღმოსავლეთ
საქართველოშიც.
|