მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა
და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლობით
შემუშავებული გარემოსდაცვითი განათლების
გამჭოლი სტანდარტის განხილვა გაიმართა. სტანდარტის განხილვაში საზოგადოებრივი
მეცნიერებებისა და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები მონაწილეობდნენ.
სტანდარტის
ძირითადი ჩარჩო-დოკუმენტი „გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის“
6-დან 18 წლამდე მოზარდებისთვის შეიქმნა
საერთაშორისო ექსპერტების მიერ შემუშავებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, ასევე
ეროვნული და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
სტანდარტი მიზნად
ისახავს
ფორმალურ
განათლებაში გარემოსდაცვითი კომპონენტის სრულყოფილად ასახვას და
მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.
სტანდარტი
საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)
მხარდაჭერით, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადდა.
|