პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებლის,
ნესტან მიქაძის ინიციატივით, სოფელ ხარების საჯარო სკოლისა და ადგილობრივი რესურს-ცენტრის
მხარდაჭერით, წალკის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის სემინარი
გაიმართა.
სემინარზე მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის სხვადასხვა
მნიშვნელოვან კომპონენტებსა და მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა
და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში მიმდინარე საქმიანობაზე იმსჯელეს.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები ინტეგრირებული გაკვეთილის დანიშნულების, პორტფოლიოს
წარმოების, კლასკომპლექტებში მუშაობის სტრატეგიის, სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების გამოყენებისა და სხვა საკითხების შესახებ.
სემინარის მიზანი იყო მონაწილეებს მიეღოთ მეტი თეორიული
ცოდნა და განახლებული ინფორმაცია ზემოთხსენებულ საკითხებზე.
|