მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დაიდო.
მემორანდუმის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი სამინისტროს სარგებლობის უფლებით გადასცემს მის მიერ შემუშავებულ
ტრენინგ-მოდულებს, ხოლო სამინისტრო იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს აჭარის
რეგიონში მასწავლებლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული პირების
პროფესიული განვითარების ტრენინგების ორგანიზება და ფინანსური მხარდაჭერა.
მემორანდუმის საფუძველზე გადაცემული ტრენინგ-მოდულებისა და სხვა
აქტივობების ხარისხიანად განხორციელების მიზნით, ცენტრი უზრუნველყოფს საინფორმაციო
და პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ლიტერატურისა და სხვა ბეჭდური მასალების
მიწოდებას, გარდა ამისა, განახორციელებს
ტრენინგების მონიტორინგს.
მემორანდუმის მიზანია, მხარეთა ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეეწყოს
აჭარის რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული პირების პროფესიულ
განვითარებას და სამინისტროსა და მის სისტემაში არსებული სტრუქტურების
შესაძლებლობათა გაძლიერებას.
|