მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „სასკოლო
ქსელების“ პროგრამის ფარგლებში
ქ.
ოზურგეთის
N1,N2,N3,N4 საჯარო სკოლებმა და დაბა
ლაითურის
საჯარო
სკოლამ მოსწავლეებისთვის ერთობლივი საგანმანათლებლო
პროექტი „თამარის ფრესკის კვალდაკვალ“ განახორციელეს.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა საქართველოს მასშტაბით ის ტაძრები მოინახულეს,
სადაც თამარ მეფის უძველესი ფრესკებია გამოსახული. ორდღიანი ექსპედიცია წყნეთში მოსწავლეთა კონფერენციით
დასრულდა, სადაც პროექტის შედეგები შეაჯამეს.
საგანმანათლებლო პროექტი ოზურგეთის მერიის დაფინანსებით განხორციელდა.
|