მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
პროფესიული განათლების მასწავლებლებმა ნორვეგიული პროექტის ფარგლებში ტრენინგი გაიარეს
სიახლეების არქივი05 ნოემბერი , 2015

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს მასშტაბით პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ტრენინგი „ინდივიდუალური მიდგომები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტების განათლებისას და პროფესიული ტესტირება“ განახორციელა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში 15 პროფესიული სასწავლებლის 332-მა მასწავლებელმა გაიარა.

პროფესიული განათლების მასწავლებლების გადამზადება ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ინკლუზიური განათლების დანერგვა პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ ფარგლებში განხორციელდა.

ტრენინგის მონაწილეები ინკლუზიური განათლების, გუნდური მიდგომისა და პროფესიული ტესტირების დაგეგმვის პრინციპებს გაეცნენ.

აღნიშნული ტრენინგი პროფესიული განათლების მასწავლებლებს ხელს უწყობს პროფესიული სწავლების პროცესში გაითვალისწინონ სტუდენტთა ინდივიდუალობა და მრავალფეროვნება; დანერგონ და გამოიყენონ გუნდური მუშაობის პრინციპები; წვლილი შეიტანონ ალტერნატიული პროფესიული ტესტირების დაგეგმვაში, განხორციელებასა და დოკუმენტების წარმოებაში.

პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის უახლოეს მომავალში იგეგმება მომდევნო ტრენინგი ინკლუზიური პროფესიული განათლების, მისი მართვისა და პროფესიული განათლებაში ინდივიდუალური მიდგომები დანერგვის საკითხებზე.