მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ფასილიტატორის ტრენინგების ციკლი დაიწყო, რომლის მიმდინარეობას
ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი მანანა რატიანი
გაეცნენ.
სატრენინგო კურსი ფასილიტატორებისთვის მასწავლებლის
თვითშეფასების კითხვარისა და მასწავლებლის სამოქმედო გეგმის დეტალების გაცნობას გულისხმობს.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან მასწავლებლის თვითშეფასების მეთოდებს და ისწავლიან,
თუ როგორ დაეხმარონ კოლეგებს ამ ინსტრუმენტის გამოყენებაში, რათა მათ ობიექტურად და
გააზრებულად შეაფასონ საკუთარი საქმიანობა და გამოვლენილი საჭიროებების მიხედვით შეიმუშაონ
სამოქმედო გეგმა.
ტრენინგები საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება. კურსი
ორდღიანია და მას წლის ბოლომდე ეტაპობრივად სკოლების მიერ არჩეული მასწავლებლის პროფესიული
განვითარების ყველა ფასილიტატორი გაივლის.
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორის
ტრენინგები „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული
განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“
ფარგლებში ხორციელდება და მას 4000 - მდე ფასილიტატორი გაივლის.
|