ქალაქ ბრიუსელში
პროგრამა eTwinning - ის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში
საქართველოდან პროგრამის კოორდინატორი და პროგრამაში რეგისტრირებული ორი
მასწავლებელი ქეთევან კობახიძე და დიმიტრი პოპოვი მონაწილეობდა.
კონფერენციის მონაწილეებმა
გასულ წლებში განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს, ერთმანეთს გეგმები და
საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს. ღონისძიების ფარგლებში მასწავლებლებისთვის სხვადასხვა ტიპის სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელიც
პროგრამის მონაწილე მასწავლებლებს პორტალზე აქტიურად მუშაობასა და საინტერესო
პროექტების განხორციელებაში დაეხმარება.
კონფერენციაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 500-მდე
მასწავლებელი მონაწილეობდა. eTwinning-ის საიუბილეო ღონისძიებას ევროსაბჭოსა და ბელგიის განათლების სამინისტროს
წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
პროგრამა
eTwinning ევროპისა და მისი მეზობელი ქვეყნების სკოლების
თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი საგანმანათლებლო ქსელია, რომლის ფარგლებში
მასწავლებლები ერთმანეთს უკავშირდებიან, თანამშრომლობენ, ერთობლივ სასწავლო
პროექტებს ახორციელებენ და გამოცდილებას უზიარებენ. პროგრამა თავის საქმიანობას
აზორციელებს ონლაინ-პლატფორმის საშუალებით, რომელის ქმნის სამუშაო სივრცეს
პროგრამის მონაწილე მასწავლებლებისთვის და მათ მრავალფეროვან ინსტრუმენტებს
სთავაზობს საკუთარი ამოცანების განხორციელებისათვის.
|