მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრმა განათლების მართვის აქტუალურ საკითხებზე 4-დღიანი
კონფერენცია ჩაატარა.
კონფერენციის მიზანი იყო განათლების
მართვის პრაქტიკის გაუმჯობესება განათლების მართვის სფეროში აქტუალური საკითხების,
კვლევებისა და მართვის წარმატებული მაგალითების გაზიარებისა და პოპულარიზაციის
გზით.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები
სხვადასხვა თემაზე, მათ შორისსკოლაშისქემის დანერგვის მონიტორინგის,
შეფასების ჯგუფების მიერ მასწავლებლის საქმიანობის შეფასების პროცესის და
ინსტრუმენტების, სკოლის პერსონალისა და მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული
განვითარების, სასწავლო პროცესისა და სკოლის მართვის სხვა საკითხების შესახებ.
კონფერენციის მუშაობაში 100-მდე მონაწილე იყო ჩართული თბილისიდან და
საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მათ შორის, ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლის დირექტორები,
საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები, ტრენერები, განათლების
ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები და მასწავლებლის
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები.
|