მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპის შედეგებს.
2012 წლის 3 მაისის ჩათვლით დირექტორობის მსურველს უფლება აქვს საკუთარი შედეგები სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საპრეტენზიო კომისიასთან გაასაჩივროს, რომელსაც საჩივრის განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად 10 დღის ვადა ეძლევა.
დირექტორობის მსურველმაუნდა შეავსოს
საპრეტენზიო განაცხადის ფორმა, რომელსაც თან უნდა დაურთოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი და საპრეტენზიო განაცხადის ღირებულების გადახდის ქვითარი (საფასური 50 ლარი).
საბანკო რეკვიზიტები:
ჩვენი საბანკო რეკვიზიტებია:
სს „ბაზისბანკი“
ანგარიშის ნომერი: GE76BS0000000000134983
SWIFT: CBASGE22
მიმღები: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მიზნობრივი ანგარიში
საინდეტიფიკაციო კოდი: 202 374 251
დანიშნულება: დირექტორების სასერტიფიკაციო გამოცდის აპელაცია
სს „ბაზისბანკი“
ანგარიშის ნომერი: GE76BS0000000000134983
SWIFT: CBASGE22
მიმღები: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მიზნობრივი ანგარიში
საინდეტიფიკაციო კოდი: 202 374 251
დანიშნულება: დირექტორების სასერტიფიკაციო გამოცდის აპელაცია
დირექტორების შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი-გასაუბრება საპრეტენზიო კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ დაინიშნება. დირექტორობის მსურველებს საშუალება ეძლევათ გასაუბრებისთვის თემა თავად აირჩიონ, რომლის პრეზენტაციასაც სპეციალური კომისიის წინაშე გამართავენ.