მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი
გიორგი მაჩაბელი და ცენტრის დირექტორის მოადგილე დავით ხვედელიძე საჯარო სკოლის დირექტორთა ტრენინგების მიმდინარეობას ქუთაისში
გაეცნენ, რომელსაც იმერეთის და გურიის საჯარო სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ.
პროგრამა „საჯარო სკოლის ადმინისტრაციულ - ფინანსური
მართვის კორექცია“, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტისა
და ცენტრის მიერ ერთობლივად შემუშავდა. ტრენინგი
მიზნად ისახავს სკოლის მოქმედი დირექტორებისთვის სკოლის ადმინისტრაციულ - ფინანსური
მართვის სპეციფიკური უნარ-ჩვევების გამომუშავებას და მართვის
ხარვეზების პრევენციის გზების გაცნობას.
პროგრამა
მიმართულია პრაქტიკულ საქმიანობაში ხარვეზების გამოსწორებისა და სკოლის
ადმინისტრირების ხარისხის გაუმჯობესებისკენ.
პროგრამას, ეტაპობრივად,
საქართველოს ყველა საჯარო სკოლის დირექტორი გაივლის.
|