მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გერმანიის ბადენ ვიუთემბერგის უნივერსიტეტის
პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს ზიგფრიდ კრაინერს და მედიახელოვნების
ფაკულტეტის დეკანს იოჰანეს ვაგნერს უმასპინძლა.
შეხვედრაზე სტუმრებმა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს პროგრამა
„ინტერაქციული პედაგოგიკის ვარჯიშები როლური თამაშებით ადამიანის ჩამოყალიბებისთვის“ და მისი მეთოდები
გააცნეს, მათ შორის, განტვირთვის თამაშები, გამოხატვის თამაშები, გამომეტყველების თამაშები,
ქცევის თამაშები და სხვა.
შეხვედრის დასასრულს
მხარეებმა თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და მასწავლებლებთან შეხვედრებიც დაგეგმეს.
|