მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ლიტვის განათლების სფეროს სპეციალისტებს
უმასპინძლა.
შეხვედრაზე მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა სტუმრებს საქართველოს ზოგადი
განათლების არსებული სისტემა, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა
და კარიერული წინსვლის ახლადამოქმედებული სქემა, სკოლის ხელმძღვანელთა პროფესიული განვითარების
პოლიტიკა და პრაქტიკა გააცნეს. შეხვედრაზე ასევე ლიტვაში არსებული პრაქტიკა განიხილეს.
შეხვედრის დასასრულს
მხარეებმა თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
|