ევროპის საბჭო, წევრ ქვეყნებთან თანამშრობლობის ფორმატში, მუშაობს „დემოკრატიული კულტურისა და ინტერკულტურული დიალოგის კომპეტენციების მოდელის“ შემუშავებაზე. საბოლოო ვერსიის დამტკიცებამდე, მიმდინარეობს
შემუშავებული ვერსიების, იდეების, პრინციპების განხილვა და შეფასება. ამ ეტაპზე მომზადებულია ინტერკულტურული დიალოგისა და დემოკრატიული კომპეტენციების კითხვარი, რომელიც განთავსებულია ევროპის საბჭოს ვებგვერდზე.
საქართველო
აქტიურადაა ჩართული „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების“ მიმდინარე პროექტში და
პროექტის შემადგენელი
სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას, მათ შორის, ზემოაღნიშნული
ონალიანგამოკითხვის მიმდინარეობას საქართველოში კოორდინაციას უწევს მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
დემოკრატიული
კულტურის კომპეტენციების შემუშავება ეყრდნობა მსოფლიოში ინტერკულტურულად
ჰარმონიული საზოგადოების ჩამოყალიბების, რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის პრევენციის
იდეას. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებში საქართველომ,
საერთაშორისო მასშტაბით, მკვეთრად დააფიქსიროს აქტიური ჩართულობა.
გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა კითხვარის შევსებაში მოცემულ მისამართზე - http://competence.intercultural.ro/.
ონლაინგამოკითხვაში მონაწილეობის მიღება სასურველია 2015
წლის 20 ნოემბრამდე.
|