მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სქემის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ისაუბრა
სიახლეების არქივი15 სექტემბერი , 2015

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ამოქმედებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.

ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა მედიას სქემის დანერგვის პროცესში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

მიუხედავად იმისა, რომ სქემის შესახებ შექმნილი დოკუმენტი ნათლად წარმოგვიდგენს მიზნებსა და ამოცანებს, ჩვენ ვეცადეთ იმპლემენტაციის პროცესის თითეულ ეტაპზე მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის მაქსიმალურად გაგვემარტივებინა სქემაში ჩართვა. ამისათვის, განხორციელდა სკოლის დირექტორების კონსულტირება ქვეყნის მასშტაბით; მომზადდა სქემის გზამკვლევის ელექტრონული და ბეჭდური ვერსიები და შეიქმნა უკუკავშირის ეფექტიანი მექანიზმი, რათა ცხელი ხაზისა და სოციალური ქსელების მეშვეობით მუდმივ რეჟიმში ვუპასუხოთ ყველა შეკითხვას; გარდა ამისა, მზადდება სპეციალური ვიდეო-ინსტრუქცია, რომელიც მასწავლებლებს განუმარტავს სქემაში განაწილების, სტატუსის მოპოვებისა და შენარჩუნების წესებს” - განაცხადა გიორგი მაჩაბელმა.

ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, უკვე განხორციელდა მასწავლებელთა გამოცდის შედეგების, ასევე მათი განათლებისა და სტაჟის შესახებ ინფორმაციის ასახვა eSchool-ში, რის საფუძველზეც, თვის ბოლომდე პედაგოგები განაწილდებიან სქემით განსაზღვრულ საფეხურებზე და მიენიჭებათ სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი. სისტემაში განაწილების შემდეგ, თითეული მასწავლებელი სკოლის ადმინისტრაციის მეშვეობით მიიღებს მომხმარებლის სახელსა და პაროლს სქემის რეგისტრაციის გასააქტიურებლად და ელექტრონულ სისტემაში სამუშაოდ.

სქემაში მასწავლებელთა განაწილების შემდეგ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დაიწყებს ტრენინგების სერიას მასწავლებლებისთვის.

ყველა პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელსაც წარმატებით აქვს საგნის გამოცდა ჩაბარებული, საშუალება ექნება გაიაროს პროფესიული განვითარების კურსი, რაც მათ 5 კრედიტქულას მიანიჭებს; სპეციალურ ტრენინგებს გაივლიან ფასილიტატორები, რათა ეფექტიანი დახმარება გაუწიონ კოლეგებს სქემით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებაში; წლის ბოლომდე კი განხორციელდება თვითშეფასებისთვის მოსამზადებელი ტრენინგები, რომელიც მასწავლებლებს დაეხმარება თვითშეფასების კითხვარის მაქსიმალურად ობიექტურად შევსებაში” - განაცხადეს პრესკონფერენციაზე.