მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ახალი სქემის დანერგვის პროცესში მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციების ხელშეწყობის მიზნით, სქემის გზამკვლევის პირველი ნაწილი შექმნა.
გზამკვლევის ელექტრონული ვერსია ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე განთავსდა, ხოლო ბეჭდური სახით რამდენიმე დღეში, ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლას გადაეცემა.
გზამკვლევში დეტალურადაა ასახული სქემის განხორციელების ყველა ეტაპი და მასში ჩართული პირების საქმიანობის განხორციელების გზები.
ცენტრის ხელმძღვანელობის განცხადებით, გზამკვლევი პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს როგორც მასწავლებლებს, ისე სკოლის ადმინისტრაციას და შეფასების ჯგუფს.
გზამკვლევის გარდა ცენტრი მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციას სხვა სახის დახმარებასაც სთავაზობს. მათ შორისა კონსულტირება, ტრენინგები და სხვა ხელშემწყობი ღონისძიებები. წლის ბოლოსკენ გზამკვლევის მეორე ნაწილიც გამოიცემა.