მასწავლებელთა
პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრი მაგდებურგის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს
მასპინძლობს. სამუშაო შეხვედრა მაგდებურგის უნივერსიტეტის პროფესიული პედაგოგიკის
ინსტიტუტის საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელმა კაი გლაისნერმა პროფესიული განათლების
მასწავლებელთა განვითარების პროგრამის წარმომადგენლებთან გამართა.
შეხვედრაზე მიმოიხილეს
პროფესიული განათლების მასწავლებელთა განვითარების გერმანული მოდელები და წარმატებული
მაგალითები. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 16 სხვადასხვა რეგიონს განსხვავებული
განათლების მოდელები აქვს და მათი ანალიზი და წარმატებული პრაქტიკის გაზიარება მნიშვნელოვანია,
რათა პროგრამის განხორციელებისას გათვალსწინებული იყოს ევროპოული სტანდარტები.
ცენტრისთვის მნიშვნელოვანია
ისეთ პარტნიორობთან ურთიერთობა, როგორიცაა მაგდებურგის უნივერსიტეტი, რომელსაც პროფესიული
განათლების მასწავლებელთა მომზადების და პროფესიული განვითარების მრავალწლიანი გამოციდლება
აქვს.
კაი გლაისნერის
საქართველოში სტუმრობას მხარდაჭერას უწევს გერმანიის საერთაშორისო განვითარების პროგრამა
„GIZ“
- ი.
|