მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
სამუშაო შეხვედრა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებთან
სიახლეების არქივი25 აგვისტო , 2015

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა აბულაძე, ცენტრის მიზნობრივი პროგრამების სამსახურის უფროსი და სახელმწიფო პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ თანამშრომლები ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორს ქეთევან ჯაყელს და სკოლის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და კახეთი) არაქართულენოვანი სკოლების ადგილობრივი მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ქართული ენის ფლობისა და სწავლა-სწავლების გაუმჯობესების მიზნით, ქართული ენის კურსების ჩატარება და სამომავლო ურთიერთანამშრომლობის დაგეგმვა. აღნიშნული შეხვედრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთიან პოლიტიკას ახორციელებს ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით. საქართველოში მცხოვები ეთნიკური უმცირესობების სახელმწიფო ენის სწავლებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ტარდება ისეთი კომპლექსურ ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს განათლების ხელმისაწვდომობას ეთნიკური მცირესობებისთვის, ხელს უწყობს სახელმწიფო ენის პოპულარიზაციასა და ასევე, ეროვნული უმცირესობების ენობრივი და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას.