მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი
მანანა რატიანი საჯარო სკოლის დირექტორთა ტრენინგების მიმდინარეობას გორში გაეცნენ.
პროგრამა „საჯარო სკოლის ადმინისტრაციულ-ფინანსური მართვის
კორექცია“,
რომელიც განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს
შიდა
აუდიტის
დეპარტამენტისა
და
ცენტრის
მიერ ერთობლივად შემუშავდა, მიზნად
ისახავს სკოლის მოქმედი დირექტორებისთვის სკოლის ადმინისტრაციულ-ფინანსური
მართვის
სპეციფიკური
უნარ-ჩვევების გამომუშავებას და მართვის ხარვეზების პრევენციის გზების
გაცნობას.
ტრენინგები მიმართულია პრაქტიკულ საქმიანობაში ხარვეზების გამოსწორებისა
და სკოლის ადმინისტრირების ხარისხის გაუმჯობესებისკენ.
ამავე კვირაში გაგრძელდება ტრენინგები შიდა ქართლის რეგიონის სხვა სკოლების დირექტორებისთვისაც. პროგრამას, ეტაპობრივად, საქართველოს ყველა
საჯარო
სკოლის
დირექტორი
გაივლის.
|