მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი საჩხერეში პროფესიული განვითარების ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო
სიახლეების არქივი14 აგვისტო , 2015
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, გიორგი მაჩაბელი რეგიონებში პროფესიული განვითარების ტრენინგების მიმდინარეობას ეცნობა.

პირველი ვიზიტის ფარგლებში გიორგი მაჩაბელი საჩხერეს ეწვია, ადგილობრივი მასწავლებლების სატრენინგო საათს დაესწრო და მათ საჭიროებებს გაეცნო. მასწავლებლებმა კმაყოფილება გამოთქვეს, რომ ტრენინგის გავლის შესაძლებლობა ადგილზე ეძლევათ.

ცენტრის დირექტორმა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზეც ისაუბრა და პედაგოგებს მაქსიმალურ ხელშეწყობას დაჰპირდა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი პროფესიული განვითარების შესაძლებლობებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მასწავლებლებს ტრენინგებს საქართველოს მასშტაბით ყველა ქალაქში სთავაზობს. კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულში ტრენინგის ჩატარება დამოკიდებულია რეგისტრირებულთა რაოდენობაზე. იმ შემთხვევაში, თუ სტანდარტული რაოდენობის ჯგუფი არ შეიკრიბება, ცენტრი მასწავლებლებს ტრენინგებს  უახლოეს ტერიტორიულ ერთეულში შესთავაზებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიზანია, მაქსიმალურად გაიზარდოს პროფესიული განვითარების პროგრამების ხელმისაწვდომობა რეგიონებში, რათა ახალი სქემის ფარგლებში მასწავლებლებმა უკეთ წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და საუკეთესო შედეგების მიღწევა შეძლონ.