გურიის რეგიონში მასწავლებლის სახლისთვის შესაბამისი ფართის გამოყოფის თაობაზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, გიორგი მაჩაბელი გურიის გუბერნატორის მოადგილეს ქეთევან მოისწრაფიშვილს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს მერაბ ჭანუყვაძეს შეხვდა.
მხარეებმა რეგიონის მასწავლებლების პროფესიული განვითარების პერსპექტივებსა და ხელმისაწვდომობაზე ისაუბრეს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მასწავლებელთა სახლების ამოქმედებას ოზურგეთში, ახალციხეში, ზუგდიდსა და თელავში გეგმავს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში უკვე შექმნილია კონცეპტუალური მოდელი, რომლის მიხედვით რეგიონებში მასწავლებლის სახლები შეიქმნება.