მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
სიახლეების არქივი31 ივლისი , 2015
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი  და ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა აბულაძე პარტნიორი  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დანერგვის პროცესში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო  ახალი სქემის კრედიტქულების დაგროვების სისტემა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროფესიული გადამზადების პროგრამების და  კვალიფიკაციის ამაღლების აქტივობების  სქემაში აღიარების   საკითხი (შენიშვნა: საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წლის თებერვალში  დამტკიცებული სქემის თანახმად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სქემის ამოქმედების შემდეგ ყოველწლიურად გამოსცემს სამართლებრივ აქტს, სადაც განისაზღვრება ის პროექტები, რომელში მონაწილეობითაც მასწავლებლებს კრედიტქულების დაგროვება შეუძლიათ).

მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ინფორმაციის გაცვლისა და ურთიერთთანამშრომლობის გზით მოხდეს საერთო მიზნების შეჯერება და სქემის იმპლემენტაციის პროცესში მხარეების მაქსიმალური ჩართულობა. ეს გაამარტივებს მასწავლებლისთვის კრედიტქულების დაგროვების პროცესს მრავალფეროვანი აქტივობებით და პარტნიორ ორგანიზაციებს მისცემს შესაძლებლობას უფრო მეტად განვითარდნენ მასწავლებლის  პროფესული განვითარების ბაზარზე.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, გიორგი მაჩაბელის თქმით, ამჟამად მუშა პროცესი მიმდინარეობს და შეხვედრები კონკრეტულ შედეგს მოიტანს, რაც აისახება მასწავლებლის პროფესიული განვითარების ერთიანი სისტემის შექმნაში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მოცემულ ფორმატში შეხვედრებს პროფესიული განვითარების აქტივობების განმახორციელებელ  სხვა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებთანაც გეგმავს, რათა მასწავლებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ უფრო მრავალფეროვანი პროფესიული განვითარების ხელშემწყობი სერვისები.