პროგრამის
„ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში ეთნიკური უმცირესობის
წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის კეჩხობში საზაფხულო ბანაკი ამოქმედდა. ბანაკში
ამჟამად 75 ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლე იმყოფება.
მოსწავლეები
საზაფხულო ბანაკში ქართული ენის ცოდნის დონესთან ერთად სამოქალაქო ცნობიერებას
იმაღლებენ და მულტიკულტურულ საკითხებს ეცნობიან. გარდა ამისა, სასწავლო პროგრამაში
შედის ჟურნალისტიკის საფუძვლები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სიმღერა,
ცეკვა, საკომუნიკაციო უნარები და სპორტი.
პროგრამა
„ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ საზაფხულო ბანაკებს ყოველწლიურად ხსნის.
წელს უკვე მეოთხე ბანაკი ამოქმედდა. რამდენიმე დღეში კეჩხობს მოსწავლეების ახალი
ნაკადიც ეწვევა.
პროგრამის
მენეჯერისა და მასწავლებლების განცხადებით, ბანაკში გატარებული პერიოდი განსაკუთრებით
უწყობს ხელს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების დაახლოებას და სოციალური ინტეგრაციის
პროცესის გაუმჯობესებას.
ზაფხულის
ბოლომდე კეჩხობი ბანაკს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი 150 მოსწავლე
ესტუმრება.
|