მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა აბულაძე ჩილესა და ბრაზილიაში ოფიციალურ შეხვედრებს მართავენ. შეხვედრები მსოფლიო ბანკისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ხელშეწყობით იმართება. საქართველოს დელეგაციას ასევე წარმოადგენენ საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი ნინო ქუთათელაძე და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის წარმომადგენლები მარინა ქუთათელაძე და მაგდა მაღრაძე.
ჩილეში ვიზიტისას შეხვედრები გაიმართა განათლების სამინისტროს, ხარისხის მართვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის, განათლების ეროვნული საბჭოს და აკრედიტაციის ცენტრის წარმომადგენლებთან. ამჟამად კი შეხვედრები ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში ფედერალური მთავრობის განათლების სფეროს წარმომადგენლებთან მიმდინარეობს.
ჩილესა და ბრაზილიის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემა ეფუძნება ევროპისა და აშშ - სისტემებს, სადაც ასევე გამოიყენება პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის პოლიტიკა. ეს ქვეყნები, მიუხედავად მრავალწლიანი გამოცდილებისა, კვლავაც დგანან პროფესიაში საუკეთესო კადრების მოზიდვისა და შენარჩუნების პრობლემის წინაშე. აღნიშნული ვიზიტი სწორედ ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვას ემსახურება.
|