მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროგრამის „ქართული ენა მომავალი
წარმატებისთვის“ ფარგლებში დამხმარე მასწავლებლის პოზიციაზე კონკურსები
გამოაცხადა.
პროგრამა ვაკანსიას
სთავაზობს
·
ქართული ენისა და ლიტერატურის, დაწყებითი განათლებისა და საზოგადოებრივი
მეცნიერებების (ისტორია, გეოგრაფია) მიმართულების მინიმუმ ბაკალავრის ხარისხის
მქონე პირებს;
·
აღნიშნული საგნების სწავლების 2-წლიანი უწყვეტი გამოცდილებისა და უმაღლესი
განათლების მქონე პირებს;
·
ზემოაღნიშნული საგნების მასწავლებლის დამადასტურებელი სერტიფიკატის მფლობელ,
უმაღლესი განათლების მქონე პირებს.
პროგრამაში მონაწილეობა
ამჯერად ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელ იმ ბაკალავრებსაც შეუძლიათ, რომლებმაც
აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების „ქართულ ენაში მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამა“ გაიარეს და მაღალ დონეზე ფლობენ სახელმწიფო ენას.
კონკურსში შერჩეული
კანდიდატები 2015-2016 სასწავლო წლის განმავლობაში ეთნიკური უმცირესობებით
კომპაქტურად დასახლებულ რეგიონების, კერძოდ, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლსა და
კახეთის არაქართულენოვან საჯარო სკოლებში დასაქმდებიან.
დამხმარე მასწავლებლების ფუნქცია-მოვალეობა იქნება
არაქართულენოვანი სკოლის ადგილობრივ მასწავლებელთან ერთად გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება; ადგილობრივი მასწავლებლების დახმარება ენისა და საგნის ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარებაში; ამავე პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ მეთოდურ კურსში მონაწილეობა; არაფორმალური სწავლების ხელშეწყობა და ცენტრის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა.
პროგრამაში ორი აკადემიური წლის განმავლობაში წარმატებით მონაწილეობის შემთხვევაში პროგრამის მონაწილეს დაუფინანსდება სწავლა საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების მიმართულებით სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობით, გარდა
ამისა, მას ეძლევა შესაძლებლობა, მიიღოს გამოცდილება, ანაზღაურება და სურვილისა და
შესაბამისი კვალიფიკაციის შემთხვევაში დარჩეს პროფესიაში.
პროგრამა „ქართული ენა მომავალი
წარმატებისთვის“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ
განხორციელებული ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს
არაქართულენოვან სკოლებში საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნებისა
და სახელმწიფო ენის სწავლა/სწავლების
ხარისხის გაუმჯობესებას, ისე
ადგილობრივი მოსახლეობის ქართული ენის ფლობის დონის გაუმჯობესებას და მათი
სოციალური ინტეგრაციის პროცესის გაძლიერებას.
დაინტერესებული პირებს ვაკანსიის შესახებ
ინფორმაციის მიღება HR.GOV.GE-სა და TPDC.GE-ზე შეუძლიათ.
|