მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა
საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების I რესპუბლიკურ კონკურსში გამარჯვებულ გუნდებს სერტიფიკატები და სამახსოვრო
საჩუქრები გადასცა. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ცენტრის მუსიკის ექსპერტ-კონსულტანტმა
რუსუდან თაყაიშვილმა და აღნიშნა, რომ საგუნდო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
დაჯილდოების ცერემონიაზე
მსმენელის წინაშე იმერეთის, აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონების საგუნდო კოლექტივები
წარსდგნენ. ცერემონია I ადგილისა
და ოქროს მედლის მფლობელმა კოლექტივმა თბილისის ქართულ-გერმანული სკოლის „ანი - ცეტი“ გუნდმა გახსნა. გამოცდილების გაზიარების მიზნით ღონისძიებაზე მოწვეული
იყო I
ადგილის მფლობელი ორი კოლექტივი აღმოსავლეთ საქართველოდან რუსთავის ფოლკლორის სკოლის შერეული გუნდი ,,თუთარჩელა“ და ბორჯომის ბავშვთა მოყვარულთა გუნდი.
ღონისძიება
ქუთაისის ოპერის თეატრში საქართველოს საგუნდო საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა. საქართველოს
ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების I რესპუბლიკური კონკურსი მიმდინარე წლის 15-30 მარტს საქართველოს
მასშტაბით ჩატარდა და მასში 260 საგუნდო კოლექტივი,
მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის 116 გუნდი მონაწილეობდა.
|