საბუნებისმეტყველო საგნების, ინგლისურისა და კომპიუტერის საუკეთესო ტრენერები წარმატებულად ჩატარებული ტრენინგებისთვის დააჯილდოვეს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა საჩუქრები პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართელოსთან ერთად“ მონაწილესაც გადასცა. ტრენერებს საჩუქრად ელექტრონული წიგნები, ე.წ. იოტა რიდერებიდა ტელევიზორები გადაეცათ.
მასწავლებლის სახლში საბუნებისმეტყველო საგნების ექსპერიმენტული ნაწილისა და ინგლისურისა დაკომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდისთვის მზადება რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის ინტენსიური ტრენინგები ყოველდღიურად ტარდებოდა და დღეში რამდენიმე საათს მოიცავდა. ექსპერიმენტულ ნაწილში ტრენინგი მასწავლებლის სახლის ე.წ. აინშტაინის ლაბორატორიაში ჩატარდა. კომპიუტერისა და ინგლისურის ინტეგრირებული გამოცდისთვის კი ორი კომპიუტერული ოთახი იყო გამოყოფილი, სადაც დღეში რამდენიმე ჯგუფი გადიოდა სპეციალურ კურსს.
სერტიფიცირებული მასწავლებლებისთვის საბუნებისმეტყველო საგნების ექსპერიმენტულ ნაწილში გამოცდა წელს პირველად ჩატარდა. ეფეტური ტრენინგების შედეგად ფიზიკაში, ქიმიასა, და ბიოლოგიაში მაღალი ქულებით საგამოცდო ბარიერი მასწავლებლების უპრეცედენტო რაოდენობამ გადალახა:
- ბიოლოგია-90%
- ფიზიკა- 83%
- ქიმია - 74%
ეფექტურად ჩატარებულმა ტრენინგებმა კიდევ ერთი უპრეცედენტო მაჩვენებელი დააფიქსირა. 2011 წელთან შედარებით ორჯერმეტმა მასწავლებელმა ჩააბარა ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდა, რაშიც პედაგოგებს ტრენინგების გარდა პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთანერთად“ ეხმარებოდა.
მასწავლებელთა სერტიფიცირების მიზანი მათი კვალიფიკაციის ამაღლება და ხელფასების ზრდაა. საბოლოოდ სერტიფიცირებული მასწავლებლების სახელფასო სქემაასეთია: სერტიფიცირების დანამატი 75 ლარი; დამატებით ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში - 200 ლარი; ისინი, ვინც ინგლისურის და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემდეგ საუკეთესო 25%-ში ხვდებიან, ხელფასი 1000 ლარი გაუხდებათ; პედაგოგებს კი, რომლებიც საბუნებისმეტყველო საგნებში ლაბორატორიულ გამოცდას ჩააბარეს, ხელფასი კიდევ 75 ლარით გაეზრდებათ. |