მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ჟურნალ „მასწავლებლის“ დაარსებიდან 7 წლის
აღსანიშნავი ღონისძიება და ჟურნალის ფარგლებში გამოცემული „მასწავლებლის წიგნის“ პრეზენტაცია
გაიმართა.
მასწავლებლის წიგნი "საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლებისთვის", ჟურნალ „მასწავლებელისა“ და ინტერნეტგაზეთ„mastsavlebeli.ge“-სფარგლებში გამოცემული მეოთხე წიგნია. 2014 წელს ამ სერიით სამი წიგნი გამოიცა: "მასწავლებლის
წიგნი პროფესიული უნარების განვითარებისთვის", "დაწყებითი სწავლების მასწავლებლებისთვის"
და თომას გორდონის "როგორ გავხდე კარგი მშობელი."
წიგნის წარდგინებას საბუნებისმეტყველო
საგნების მასწავლებლებთან ერთად 13 ივნისის სტიქიისას დაზარალებული პედაგოგებიც
დაესწრნენ, რომლებსაც ცენტრისა და ჟურნალ „მასწავლებლის“ ავტორების სახელით საჩუქრები
და ფულადი დახმარება გადაეცათ.
|