მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის
რეგიონის
სკოლების
დირექტორებისთვის მასწავლებლის
საქმიანობის
დაწყების,
პროფესიული
განვითარებისა
და
კარიერული
წინსვლის
სქემის
გაცნობას
აგრძელებს.
სქემის
პრეზენტაცია ამჯერად მესტიის მუნიციპალიტეტში გაიმართა. ცენტრის წარმომადგენლებმა შეკრებილ
აუდიტორიას
სრული
ინფორმაცია
მიაწოდეს
სქემის
თითეული
ეტაპის,
ახალი
სისტემის
დანიშნულებისა
და
მიზნების
შესახებ.
მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების,
პროფესიული
განვითარებისა
და
კარიერული
წინსვლის
სქემა
2015 წლის
სექტემბრიდან
ამოქმედდება.
ეს
არის
ერთიანი
სისტემა,
რომელიც
მასწავლებლის
თვითგანვითარებასა
და
მოსწავლის
წარმატებაზეა
ორიენტირებული.
სქემა
ითვალისწინებს
როგორც
პროფესიულ
განვითარებას
და
პროფესიის
მიმზიდველობის
ზრდას,
ისე
მასწავლებელთა
ანაზღაურების
მატებას
და
ზოგადი
განათლების
ხარისხის
გაუმჯობესებას.
|