მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
საერთაშორისო ექსპერტმა მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დანერგვის პროცესი დადებითად შეაფასა
სიახლეების არქივი21 ივნისი , 2015

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტმა მარკ ატკინსონმა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ინსტრუმენტების ექსპერტიზა დაასრულა. ექსპერტი უკვე შეხვდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს და სამუშაო შეხვედრების შედეგები გააცნო. მასწავლებელთა ეფექტიანობის შეფასების სისტემის ექსპერტის - მარკ ატკინსონის შეფასებით, სქემა სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.

„იმინსტრუმენტების გამოყენებით, რომელიც უკვე შემუშავებულია და პილოტისთვის მზად არის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. ეს ყოველივე დაეხმარება მასწავლებლებს გაკვეთილების უკეთ დაგეგმვაში, ინტერაქტიული მეთოდების დახვეწასა და საგნის სწავლების მაღალი სტადარტების დანერგვაში, რათა თქვენი მოსწავლეები კონკურენტუნარიანები გახდნენ მსოფლიოს მასშტაბით.“ - აცხადებს მარკ ატკინსონი.

მინისტრის განცხადებით, მარკ ატინსონი ჯერ კიდევ სქემის კონცეფციის შემუშავების დროს იყო პროცესში ჩართული და ექსპერტის მხრიდან ასეთი მაღალი შეფასება არის კიდევ ერთი გარანტია იმისა, რომ მოსალოდნელი შედეგი მიიღწევა. მნიშვნელოვანია, რომარამხოლოდ ერთხელ, არამედ მიმდინარე რეჟიმში მოხდეს სქემის განხილვა და კარგად დამუშავდეს დეტალები.

განათლების ტექნოლოგიებისა და განათლების პოლიტიკის ექსპერტი მარკ ატკინსონი საქართველოში 15 ივნისს ჩამოვიდა. მან ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტებთან ერთად ერთი კვირის განმავლობაშისქემის ძირითადი ინსტრუმენტების დამუშავებაში მიიღო მონაწილეობა. სქემის წარმატებით დანერგვის მიზნით საერთაშორისო და ადგილობრივისპეციალისტების მიერ პროცესის და შედეგების შეფასება 2015-2016 სასწავლო წლის განმავლობაშიც განხორციელდება.