მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
საუკეთესო შედეგების მქონე პედაგოგები დასაჩუქრდნენ
სიახლეების არქივი25 მაისი , 2012

ახალი სასწავლო წლიდან  საქართველოს მასშტაბით კიდევ 250-მდე პედაგოგი მიიღებს ათასლარიან ხელფასს. სერტიფიცირებულ პედაგოგთა შორისინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდის ჩაბარების შემდეგ, 250-მდე სხვადასხვა საგნისპედაგოგი საუკეთესო 25%–ში მოხვდადა ხელფასი 1000 ლარი გაუხდა. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ სამისაუკეთესო მაჩვენებლის მქონე პედაგოგი პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრა.

საუკეთესოებს შორის არიან:

 

  • თეონაშერეზადაშვილი - ონის საჯაროსკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • მიხეილგაბისკირია - კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლისფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებელი;
  • ქეთევან ბარხუდანაშვილი- თელავის მე-3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებულ გამოცდაში წელს 1600–ზე მეტი სერტიფიცირებული პედაგოგი მონაწილეობდა. გამოცდა 54%-მა ჩააბარა, მათგან საუკეთესოები ახალი სასწავლო წლიდან 1000 ლარიან ანაზღაურებას, ხოლო დანარჩენები ხელფასზე  დანამატის სახით 200 ლარს მიიღებენ.

ინტეგრირებულ გამოცდა წელს მეორედ ჩატარდა და  2011 წელთანშედარებით მასში მასწავლებელთა გაზრდილი რაოდენობა მონაწილეობდა, ბარიერი უმრავლესობამ დაძლია, 28 მაისს აპელაციის შედეგებიც გახდება ცნობილი.

 

გამოცდების მაღალი შედეგები პრეზიდენტის მიერ ინიცირებულმა პროექტმა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ ორგანიზებულმა ეფექტურმა ტრენინგებმა განაპირობეს.  პედაგოგისთვის ასევედიდი მოტივაცია გაზრდილი ხელფასია.

 

გამოცდებამდე რამდენიმე თვითადრე მასწავლებლის სახლში პედაგოგებისთვის სპეციალური ტრენინგები მიმდინარეობდა. ინტენსიური ტრენინგები ყოველდღიურად ტარდებოდა, რომელშიც თბილისის გარდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის მასწავლებელი მონაწილეობდა. მასწავლებლის სახლმამთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 356 პედაგოგი მოამზადა. გადამზადება სპეციალური ტრენინგ-მოდულების მიხედვით ხორციელდებოდა.