მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ინგლისური ენის
მასწავლებლებს სერტიფიკატები გადასცა.
პედაგოგებს სერტიფიკატები 2014-2015 წლის განმავლობაში აშშ საელჩოსთან
და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტთან თანამშრომლობის შედეგად მიმდინარე
ტრენინგებისა და სემინარების კურსის ფარგლებში გადაეცათ.
აღნიშნული ტრენინგებისა და სწავლების მეთოდოლოგიის საკითხებში ცენტრს კონსულტაციას ინგლისური ენის მთავარი სპეციალისტი ივ სმიტი უწევდა.
მთელი წლის განმავლობაში ივ სმიტის ტრენინგები და სემინარები თბილისსა
და რეგიონებში დაახლოებით 800-მა მასწავლებელმა გაიარა.
მათგან 44-მა სერტიფიკატი მიიღო. სემინარების
თემები ძირითადა ეხებოდა განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის წყვილებში
და ჯგუფებში მუშაობას, მოსმენის უნარ-ჩვევებს, ინტერაქციულ სწავლებას, წერის პრინციპებსა
და ა.შ.
სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალს ამერიკის შეერთებული
შტატების საელჩოს კულტურის ატაშე ჯეიმს დუი და ინგლისური ენის პროგრამის კოორდინატორი
ლიკა გუმბერიძე ესწრებოდნენ.
|