მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, საქართველოდან გამგზავრებამდე,
პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ უცხოელი მოხალისეები
დააჯილდოვა. 52 მოხალისეს ცენტრის ხელმძღვანელობისგან სიგელები და სიმბოლური
საჩუქრები გადაეცა.
ღონისძიების
ფარგლებში ინგლისურენოვანი ესსეების
კონკურსში გამარჯვებული 5 საჯარო სკოლის მოსწავლეც დაჯილდოვდა. კონკურსში სულ
70-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
ცენტრში უკვე
მიმდინარეობს მოხალისე მასწავლებლების ახალი ნაკადის მიღების პროცესი, რომლის
ფარგლებში, ინგლისურენოვან მოხალისეებთან ერთად
ჩინური ენის მასწავლებლებიც შეირჩევიან. მიმდინარე წლის ბოლომდე პროგრამა
გეგმავს ფრანგულ და გერმანულენოვანი მოხალისეების მოწვევას.
მოხალისე
მასწავლებლები პროგრამის ფარგლებში,
პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობენ ადგილობრივ
პედაგოგებთან; საჯარო სკოლების მოსწავლეებს ეხმარებიან უცხოური ენის ცოდნის დონის
ამაღლებაში და აქტიურად არიან ჩართულნი ინტერკულტურულ, საგანმანათლებლო და
შემეცნებითი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
პროგრამის
მიზანია ადგილობრივ დონეზე უცხოური ენის ცოდნის დონის ამაღლება და
კულტურულ-სოციალური ღირებულებების ურთიერთგაცვლის პროცესის გააქტიურება.
|