მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, მასწავლებელთა
ზოგადი კომპეტენციების განვითარების პროგრამის მენეჯერმა ნათია ნაცვლიშვილმა და სამოქალაქო
განათლების კონსულტანტმა ნინო ბესელიამ მონაწილეობა მიიღეს კიევში გამართულ კონფერენციაში
„განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის და ადამიანის უფლებების სწავლება აღმოსავლეთ
პარტნიორობის ქვეყნებში“.
ევროპის საბჭოს
ორგანიზებით მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა იმ ქვეყნების განათლების
სისტემების გამოცდილება, რომლებიც ხელს უწყობენ განათლებას დამოკრატიული მოქალაქეობისთვის
და ადამიანის უფლებების სწავლებას.
კონფერენციაზე
წარმოდგენილი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნის წარმატებული პრაქტიკა, გარდა
ამისა, ევროპის საბჭოს ექსპერტებმა წარმოადგინეს რეკომენდაციები და პრაქტიკული რჩევები
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა მასტერკლასები
და დისკუსია, სადაც დეტალურად იქნა განხილული პროექტის მიზნები და საჭიროებები.
ადგილობრივ დონეზე
პროექტის იმპლემენტაციის მიზნით, 3 წლის განმავლობაში დაგეგმილია ხელმშემწყობი ღონისძიებების
განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მასშტაბით. მათ შორის, ევროპის საბჭოს
პუბლიკაციების თარგმნა და მასწავლებლების ინტენსიური ტრენინგები.
|