პროფესიული განათლების მასწავლებლები კერძო კომპანიებში პროფესიული განვითარების ტრენინგებს გაივლიან, რაც მათ საშუალებას მისცემთ, შესაბამის პროფესიაში დარგის უახლეს მეთოდოლოგიებს, ტექნიკასა და დანადგარებს გაეცნონ.
კერძო კომპანიების ჩართულობა მასწავლებელთა განვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ პროფესიული განათლება და შრომის ბაზრის მოთხოვნები თანხვედრაში იყოს. მასწავლებლების კომპეტენციაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული, რამდენად შეესაბამება სტუდენტის მიერ შეძენილი კომპეტენციები დამსაქმებლის მოთხოვნებს.
სამუშაო შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ დარგის ფასილიტატორები, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს პროფესიის სტანდარტის შემუშავებასა და მოდულური პროგრამის დაწერაში. დარგის ფასილიტატორები შეისწავლიან მასწავლებელთა საჭიროებებს პროფესიის სტანდარტზე დაფუძნებით, შეიმუშავებენ შესაბამის ტრენინგმოდულს და ორგანიზებას გაუკეთებენ მასწავლბელთა საწარმოში ტრენინგებს. ტრენინგების დასრულების შემდეგ მოხდება შესრულებული სამუშაოს შეფასება და ანალიზი.
მიმდინარე წელს საწარმოში ტრენინგები ჩატარდება შემდეგი მიმართულებებით: სამგანზომილებიანი გრაფიკის სპეციალისტი (გენერალისტი); საგამომცემლო საქმის ტექნიკური დიზაინერი; კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი; ზეინკალ–სანტექნიკოსი; სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი და სხვ.
|