მასწავლებლის სახლში საკვირაო სკოლების პედაგოგების ტრენინგები დაიწყო. ქართულის, ისტორიისა დაგეოგრაფიის მასწავლებლები სამდღიან ტრენინგს გაივლიან. კვალიფიკაციის ასამაღლებლად საქართველოში სულ 22 ქვეყნის ემიგრანტი მასწავლებელი ჩამოვიდა, მათ შორის დიდბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, საბერძნეთსა და უკრაინაში მხცოვრები ქართველი პედაგოგები. სატრენინგო პროგრამები თითოეული მათგანის საჭიროებების მიხედვით ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად მომზადდა.
საკვირაო სკოლების მასწავლებლებს დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია და სამინისტროს მასწაველბელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი შეხვდნენ. მინისტრებმა თითოეულ მათგანს საჩუქრად ნეთბუქები გადასცეს. შეხვედრაზე საუბარი იყო საკვირაო სკოლების მუშაობასა და მათ საჭიროებებზე. დიმიტრი შაშკინმა მასწავლებლებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო.
დიასპორის დღეების ფარგლებში საქართველოში სულ 55 ემიგრანტი მასწავლებელი ჩამოვიდა. მასწავლებლის სახლი საკვირაო სკოლებთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს და ტრენინგების ჩატარებას საზღვარგარეთაც გეგმავს. |