მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ე.წ. „ისტ“-ის 84 ტრენერ-კონსულტანტისთვის სემინარი გაიმართა.
სემინარი კორპორაცია „ინტელის“ მიერ მოწვეულმა ექსპერტებმა ჩაატარეს. შეხვედრაზე განიხილეს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების უახლესი ტენდენციები და მათი სწავლების პროცესში დანერგვის პრაქტიკა. კერძოდ, თამაშებზე დაფუძნებული სწავლება; ვირტუალური ლაბორატორიები; Makers და Galileo; 3D ბეჭდვა და ვირტუალური რეალობა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი „ინტელთან“ თანამშრომლობით მასწავლებლებსა და ტრენერებს სემინარებს მომავალშიც შესთავაზებს. |