მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში
პროფესიული განათლების ხარისხის მართვის მენეჯერებისთვის სემინარი ჩატარდა. სემინარი
მოდულური პროგრამების დანერგვის მეთოდებსა და მასწავლებელთა დამხმარე აქტვობების განსაზღვრას ეძღვნებოდა.
სემინარზე განხილული იქნა მოთხოვნის მიხედვით პროფესიული
სტანდარტების DACUM მეთოდოლოგიით
და მასზე დაფუძნებით პროგრამების შემუშავება. ხარისხის მართვის მენეჯერებს საშუალება
ჰქონდათ გაცნობოდნენ ერთ კონკრეტულ პროგრამას და მის მაგალითზე განეზოგადებინათ ის
გამოწვევები, რომლებიც დგება სასწავლებლებისა და მასწავლებლების წინაშე მოდულური პროგრამების
დანერგვისას.
პროგრამების დანერვისას მასწავლებლებს მეთოდოლოგიურ
მხარდაჭერას გაუწევენ პროფესიული განათლების ხარისხის მართვის მენეჯერები. მასწავლებლებისათვის ტრენინგები მოდულურ სწავლებაში
მიმდინარე წლის მაისიდან ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
ერთერთი საკვანძო საკითხი, რომელიც თან ახლავს მოდულური
პროგრამების დანერგვას, არის სტუდენტთა შეფასების ხერხები და მეთოდები. ამ თემაზე პროფესიული
სასწავლებლების ხარისხის მართვის მენეჯერებისთვის ისევ გაიმართება სემინარი, რომლის
დროსაც ისინი გაეცნობიან კონკრეტულ მაგალითებს სტუდენტთა შეფასების შესახებ.
|