სომხეთის
ქალაქ დილიჟანში რეგიონული კონფერენცია „ინკლუზიური განათლება - განათლება ყველასათვის“ გაიმართა. კონფერენციაზე მოხსენებით მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ცენტრის სტანდარტების განვითარებისა და დანერგვის სამსახურის უფროსი,
მარიკა სიხარულიძე წარსდგა. მოხსენება ინკლუზიური განათლების მიმართულებით ცენტრის
პოლიტიკას, არსებული სიტუაციის ანალიზს, ცალკეული საგნობრივი
მასწავლებლების ინკლუზიური სწავლების კომპეტენციებით აღჭურვას, ტრენინგ-პროგრამებს
და სამომავლო გეგმებს ეხებოდა.
კონფერენცია
მიზნად ისახავდა კავკასიის რეგიონში საუკეთესო
პრაქტიკის თანამედროვე მაგალითების განხილვას; კავკასიის
რეგიონის მაგალითზე სხვადასხვა ასპექტის ანალიზს, რომელიც უკავშირდება ინკლუზიური მოსწავლეების შესაძლებლობებს და მათ ჩართვას განათლების პროცესში;
ასევე დისკუსიას სამომავლო გეგმებზე, რომელიც დაეხმარება კავკასიის
რეგიონის ქვეყნებს ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში და ამ კუთხით არსებული
ბარიერების აღმოფხვრაში.
მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურადაა ჩართული ინკლუზიური განათლების
სტანდარტების შემუშავებაში და ამ მიმართულებით სხვადასხვა სახის ტრენინგებსა და სემინარებს
ახორციელებს.
|