„პროფესიული განათლების მასწავლებელთა განვითარების“
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
თანამშრომლები დასავლეთ საქართველოს ხუთი პროფესიული და საზოგადოებრივი კოლეჯის მასწავლებლებს
შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრები ბათუმის, ქობულეთის, ფოთის, ქუთაისისა და ოზურგეთის პროფესიულ
და საზოგადოებრივ კოლეჯებში გაიმართა.
პროფესიული განათლების
მასწავლებლებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ცენტრის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს
და პასუხები მიეღოთ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
პროგრამის ფარგლებში გამოიკითხნენ მასწავლებლები, რათა მათ თვითონვე შეეფასებინათ საკუთარი
კომპეტენცია ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში. მასწავლებელთა
მოთხოვნებსა და საჭიროებებზე დაფუძნებით კი შეიქმნა ტრენინგ-მოდული, რომლის მიხედვითაც
მასწავლებლები წელს გადამზადდებიან.
ცენტრის წარმომადგენლები
დაესწრენენ ასევე სტუდენტთა შეჯიბრს ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯში, რომელიც ფირმა
“Knauf”-თან
თანამშრომლობით იყო ორგანიზებული და თაბაშირ-მუყაოს სპეციალობის საუკეთესო სტუდენტების გამოვლენას ისახავდა მიზნად.
ცენტრი აგრძელებს
მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრებს ტრენინგების მიმიდნარეობის მონიტორინგისა და მასწავლებელთა
საჭიროებების დადგენის მიზნით.
მიმდინარე წელს
დაგეგმილია პროფესიული განვითარების ღონისძიებები სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, მოდულური სწავლების დანერგვისა
და ინკლუზიური განათლების თემებზე.
ცენტრი სისტემურად
ახორციელებს მასწავლებელთათვის პროფესიული განვითარების ღონისძიებებს, რაც გულისხმობს
მასწავლებელთა კომპეტენციების სისტემურ განვითარებას. ინკლუზიური განათლების მიმართულებით
პროფესიული განათლების მასწავლებლებს გასულ წელს უკვე ჩაუტარდათ საორინეტაციო ტრენინგები,
ხოლო წელს დაგეგმილია ტრენინგები, რომელიც შარშანდელ საბაზო კურსს დაეფუძნება.
|