მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული განათლების ფასილიტატორებისთვის 2-დღიანი სემინარი
გაიმართა. სემინარის მთავარი მიზანი მასწავლებელთა პროფესიული საჭიროებების დადგენა
იყო.
სემინარის
მონაწილეებმა განიხილეს მოდულური პროგრამების დანერგვის, მასწავლებელთა საგნობრივი
კომპეტენციისა და ახალი მასწავლებლების მოძიების საკითხები, ასევე პროგრამების დანერგვა-იმპლემენტაციის
პროცესში კერძო სექტორის როლი. პროფესიული განათლების ფასილიტატორების მიერ გამოითქვა
რეკომენდაციები და შემოთავაზებები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სხვადასხვა
მიმართულებების ხელშეწყობის მიზნით.
ტრადიციულ
ტრენინგებთან ერთად, ცენტრის მიერ წელს იგეგმება ტრენინგების განხორციელება საწარმოებში,
სადაც მასწავლებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტების
საწარმოების მუშაობის სპეციფიკას და უშუალოდ დამსაქმებლებისგან მიიღონ კონსულტაციები.
ამ მიზნით შეირჩა სხვადასხვა პრიორიტეტული პროფესია. მათ შორის სამგანზომილებიანი გრაფიკის
სპეციალისტი, საგამომცემლო საქმის ტექნიკური დიზაინერი, ელექტრონული და ციფრული ხელსაწყოების
დიაგნოსტიკოს-შემკეთებელი, ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარების სპეციალისტი და სამკერვალო
ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტი.
|