მასწავლებლის საქმიანობის დაწყების,
პროფესიული განვითარებისა და კარიერული
წინსვლის ახალ სქემა და მასწავლებელთა შეფასების ელექტრონული სისტემა, ამჯერად ნინოწმინდის,
ახალქალაქის, ასპინძის, ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის რაიონების რესურსცენტრებს, სკოლის დირექტორებსა და
მასწავლებლებს წარუდგინეს.
სქემის
ეტაპებისა და
ელექტრონული სისტემის
მუშაობის დეტალები
პედაგოგებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა
და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლებმა გააცნეს.
შეკრებილმა აუდიტორიამ სრული
ინფორმაცია
მიიღო
სქემის
თითეული
ეტაპის,
ახალი
სისტემის
დანიშნულებისა
და
მიზნების
შესახებ.
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების,
პროფესიული განვითარებისა და კარიერული
წინსვლის სქემის
მიზანია თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით
პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული განვითარება, კარიერული წინსვლა
და ხარისხიანი განათლების დამკვიდრება. კარიერული წინსვლა
ადეკვატურად აისახება მასწავლებლის შრომის ანაზღაურებაზე,
რაც
პროფესიაში
ახალგაზრდების
მოსაზიდად
ერთ-ერთ მნიშვნელოვან
სტიმულად
იქცევა.
ახალი
სქემა მორგებულია არაქართულენოვან მასწავლებლებზეც და მათ პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ხელშეწყობის დამატებით მექნიზმებს სთავაზობს, ასევე განსაკუთრებულად აქცენტირებულია ქართული ენის კომპეტენციების განვითარების საკითხი აღნიშნული კატეგორიის პედაგოგებისთვის.
|