მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას კასპის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები და პედაგოგები გაეცნენ
სიახლეების არქივი06 აპრილი , 2015

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალ სქემას და მასწავლებელთა შეფასების ელექტრონულ სისტემას, ამჯერად შიდა ქართლის რეგიონის მასწავლებლები გაეცნენ. რეგიონის ფარგლებში პირველი საინფორმაციო შეხვედრა კასპის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებთან და მასწავლებლებთან გაიმართა. სქემის ეტაპები და ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების დეტალები პედაგოგებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამის კოორდინატორმა ირინა სამსონიამ გააცნო.

შეკრებილმა აუდიტორიამ სრული ინფორმაცია მიიღო სქემის თითეული ეტაპის, ახალი ელექტრონული სისტემის დანიშნულებისა და მიზნების შესახებ. შეხვედრა მოგვიანებით კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის მიზანია თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული განვითარება, კარიერული წინსვლა და განათლების სისტემის თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად ხარისხის გაუმჯობესება. კარიერული წინსვლა ადეკვატურად აისახება მასწავლებლის შრომის ანაზღაურებაზე, რაც პროფესიაში ახალგაზრდების მოსაზიდად ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტიმულად იქცევა.

ახალი სქემა მორგებულია არაქართულენოვან მასწავლებლებზეც და მათ პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ხელშეწყობის დამატებით მექნიზმებს სთავაზობს, ასევე განსაკუთრებულად აქცენტირებულია ქართული ენის კომპეტენციების განვითარების საკითხი აღნიშნული კატეგორიის პედაგოგებისთვის.

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა 2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისიდან ამოქმედდება.