ახალ სქემასა და მასწავლებელთა შეფასების ელექტრონულ სისტემაზე პრეზენტაციას ამჯერად, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები და საჯარო სკოლის დირექტორები გაეცნენ. შეხვედრას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და ცენტრის უწყვეტი პროფესიული განვითარების სამსახურის თანამშრომლები უძღვებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა სრული ინფორმაცია მიიღეს, როგორც მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასთან დაკავშირებით, ასევე მასწავლებელთა შეფასების ელექტრონულ სისტემაზე. სწორედ, დაინტერესებული აუდიტორიის დეტალური ინფორმირება და დასმულ კითხვებზე პასუხი წარმოადგენს ანალოგიური შეხვედრების მიზანს.
შეხვედრაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „სასკოლო ქსელები“ პრეზენტაციაც გაიმართა, რომლის მიზანი საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის პროგრამით გათვალისწინებული სამომავლო საქმიანობის, ქსელში ჩართული სკოლების წარმომადგენლებთან დაგეგმილი შეხვედრისა და სასკოლო ქსელების საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.
|